The art might be a play too

The interview with Zurab Bero Zurab Bero_Radio Liberty

Reporter: Okropir Rukhadze. Radio Liberty. Repost

ზურაბ (ბერო) ბეროზაშვილმა ისწავლა ბერლინის და პოტსდამის უნივერსიტეტებში, მანამდე თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მოგვიანებით ბერლინის ხელოვნების აკადემიის სრული კურსი გაიარა, არის მაგისტრი. ხელოვნების სხვადასხვა  მედიუმს-მასალას იყენებს.  “უხილავი ფარდის” სტუმართან გადაცემის ავტორი, ოქროპირ რუხაძე,  საუბრობს იმაზე, უნდა დაეხმაროს თუ არა ხელოვანი ნამუშევრის გაგებაში მნახველს, არის თუ არა ხელოვნების ყველა ჟანრი „თამაში“… საუბარი დავიწყეთ მნახველზე ხელოვნების ზემოქმედების პროცესის განხილვის მცდელობით: ნამუშევარს როცა ვუყურებ, მის ზეგავლენას განვიცდი და თუ მოვშორდი, მავიწყდება.

 

Audio (GEO)

Photos

 

 

Advertisements

ზურაბ ბერო

ხელოვნების მაძიებლები

ზურაბ ბერო

მულტიმედია არტისტი

მულტიმედია არტისტი ზურაბ ბერო უკვე წლებია, ბერლინში ცხოვრობს. ახლა 29 წლისაა და ბერლინის სამხატვრო უნივერსიტეტში (Universitaett der Kuenste Berlin) მაგისტრატურის კურსს გადის თავისუფალი კონტექსტის  (Art in Context) მიმართულებით. მანამდე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკებას სწავლობდა, შემდეგ, ბერლინში, ამავე უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის  ბაკალავრიატი დაამთავრა – თავისუფალი ქანდაკების მიმართულებით. დღეს, ზურა ბევრ მედიაში მუშაობს – ქანდაკება და რელიეფი, ინსტალაცია და ობიექტი, ვიდეოფილმი და სხვა. მრავალფეროვანია მისი სამუშაო მასალაც: ქვა და რკინა, ხე და თიხა, წებო, ბუმბული. როგორც ზურა ამბობს, მთავარია იდეა, რომელიც ზუსტად გკარნახობს, რომელ მასალაში შეასრულო ესა თუ ის ნამუშევარი, იდეები კი სხვადასხვაგვარად მოსდის. ამბობს, რომ ამჟამად, “ამ მომენტში”, მისი ინსპირაცია ადამიანები და სოციალური ფენებია.ზურას ალტერნატიული პროფესია არ აქვს და არც უნდა რომ ჰქონდეს. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდიდან მუშაობდა ერთ-ერთი ქანდაკების სახელოსნოში ასისტენტად, ასევე ეხმარებოდა თავის  რამდენიმე პროფესორს, ასე სწავლობდა კიდეც და თავის სამყოფ ფულსაც გამოიმუშავებდა. დროდადრო აწყობს ვორკშოპებს ბავშვებისთვის და მათ ქანდაკებაზე მუშაობას ასწავლის. როგორც თავად…

View original post 175 more words